სირიიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლეს. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალებიც [IDF] ადასტურებს.
ცახალის ცნობით, რაკეტები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილის მიმართულებით ისროლეს, თუმცა რამდენ რაკეტაზეა საუბარია, ისრაელი არ აკონკრეტებს.
ცახალი ამბობს, რომ სარაკეტო თავდასხმას ისრაელი საარტილერიო ცეცხლით პასუხობს.
განგაშის სირენები ალმეში, ლიბანის საზღვრის მახლობლად და ასევე აივე-ეიტანეში, სირიის საზღვართან ახლოს ისმოდა.
ინფორმაცია დაღუპულების ან ნგრევის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.