ქართული ოცნება ისევ ახალისებს ძალადობას. მმართველი პარტიის ლიდერები დღეს კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს ლევან ბერძენიშვილს. ეს ხდება მაშინმ, რაც გუშინ ჯერ ივანიშვილის ფონდიდან გავრცელდა აგრესიული წერილი, შემდეგ კი, რამდენიმე საათში ბერძენიშვილის სახლთან 20-მდე პირი მივიდა. ხელისუფლების წახალისებული პოლიტიკის შედეგად, ოპონენტებზე არა ერთი ძალადობა მომხდარა. ლევან ბერძენიშვილი ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების განსაკუთრებული სამიზნეა. ინტერნეტ სივრცეში გაჩაღებულია ფართო კამპანია, ვინ არის შეტევის წყარო - ადვილი გამოსაცნობია.