შვედეთის საგარეო: სერიოზულად შეშფოთებული ვართ არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევებით

სერიოზულად შეშფოთებული ვარ საქართველოს არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევებით, რომელიც გადმოცემულია OSCE/ODIHR-ის და სხვა დამკვირვებლების მიერ.

ნდობის აღსადგენად, მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესში ეს შეშფოთებები გაითვალისწინონ.

ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე პარლამენტში არსებულ ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, რომელიც ჭეშმარიტად არის ერთგული ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების. ყველა კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავს, ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებებს და ზრდის პოლარიზაციას, უნდა გაუქმდეს.

წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია სტენერგარდი X-ზე.