შვედეთის საელჩო: წინ გამარჯვებისკენ, საქართველო, ოცნებები ხდება

შვედეთის საელჩო უერთდება ქართველ გულშემატკივარს და დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნულ ნაკრების საოცარ ბიჭებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის.
მადლობა ყველას ამ დაუვიწყარი და საამაყო დღეებისთვის! წინ გამარჯვებისკენ, საქართველო, ოცნებები ხდება! გისურვებთ მრავალ წარმატებას მომავალში.

წერს Facebook-ზე შვედეთის საელჩო. გუშინდელი მატჩი ესპანეთის სასარგებლოდ, ანგარიშით 4:1 დასრულდა.