შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას წყვეტს. ეს განცხადება შვედეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ბენჟამინ დუსამ გააკეთა.
დუსა ამბობს, რომ საქართველოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში განვითარება საგანგაშო იყო და აღნიშნავს, რომ ამას საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევები აძლიერებს.
"საქართველოში მოვლენების განვითარებამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძალიან საგანგაშო იყო. დარღვევები, რომლის შესახებაც განაცხადეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა საპარლამენტო არჩევნებზე, ცხადყოფს ამას", -განაცხადა მან.
მასალა განახლებადია.