შსს ვაგზალის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობის ჩამონგრევასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

შსს ვაგზალის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობის ჩამონგრევასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობის ჩამონგრევასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

უწყების განცხადებით, მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელეს და ამ დროისთვის ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და საძიებო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებისა და საპოლიციო ძალების მობილიზება.

ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მყისიერად განახორციელეს მოქალაქეების ევაკუაცია.

მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები", - წერია შსს-ის განცხადებაში.

შენობა ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ ჩამოინგრა.

ამ დროისთვის, უცნობია დაშავებულთა რაოდენობა.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს სისხლის ლაქებიც და სავარაუდოდ ადამიანის სხეულიც.