![გორის საკრებულოს თავმჯდომარე: [რუსები გორში] მშვიდობისმყოფელებად მოვიდნენ, მადლობა ღმერთს](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/0c994c15-8b69-4983-b963-80cdbbc54896.jpg)
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, ღამის საათებში უცხო ქვეყნის მოქალაქეს თავს დაესხნენ და იარაღის დემონსტრირებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა და ნივთები მოსთხოვეს.
მათივე ინფორმაციით, დაკავებულია 3 ადამიანი - 2005-2006 წლებში დაბადებული პირები.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში ღამის საათებში, აირის პისტოლეტის გამოყენებით, თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს 2005 წელს დაბადებულ კ.ბ.-ს.
იარაღის დემონსტრირებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს თანხა და ნივთები.
უკანონოდ დაეუფლნენ კომპიუტერულ ტექნიკას, სხვადასხვა ძვირადღირებულ ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ", - წერს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.