შსს-ში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს ადმინისტრაციული წესით 48 ადამიანი დააკავეს

შსს-ში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს ადმინისტრაციული წესით 48 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 6-7 დეკემბრის აქციის ღამეს ადმინისტრაციული წესით 48 ადამიანი დააკავეს.

შსს-ში ამტკიცებენ, რომ გასულ ღამეს, "საპროტესტო აქციაზე მყოფ პირთა ნაწილის ქმედებებმა მიიღო ძალადობრივი ხასიათი".

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო დემონსტრაციების მე-9 ღამეს სპეცრაზმმა კვლავ დაიწყო დემონსტრაციის ძალის გამოყენებით დაშლა. მშვიდობიანი აქციაზე დააკავეს არაერთი ადამიანი - მათი რაოდენობა ჯერჯერობით დაუზუსტებელია.

სპეცრაზმი, გარდა პარლამენტისა, მობილიზებული იყო რესპუბლიკის მოედანზე, სადაც გამვლელებს დასდევდნენ, აკავებდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. აქციის მონაწილეები ალყაში იყვნენ მოქცეულნი.

ფიზიკურად უსწორდებოდნენ არა მხოლოდ უშუალოდ აქციის ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს, არამედ მიმდებარე ქუჩებზე მყოფ ადამიანებსაც.