
პოლიციამ გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი გელა ხასაია ადმინისტრაციული წესით დააკავა. ინფორმაცია ფორმულას შსს-ში დაუდასტურეს და უთხრეს, რომ ხასაია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული.
ხასაია პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით განყოფილებაში გადაიყვანა.
პოლიცია გელა ხასაიას გაჩხრეკას ცდილობდა, რაზეც ხასაიამ უარი თქვა.