შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, თამაზ ბრაჭულს, რომელიც დუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითის გარდაცვალების საქმეზეა დაკავებული, გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელი საკუთარი ავტომობილით დუშეთში მოქალაქეს დაეჯახა, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ადგილზე მიატოვა და მიიმალა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქვეითი მოგვიანებით გარდაიცვალა.
ცნობილია, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე და 128-ე მუხლებით მიმდინარებს რაც ავტომობილის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და დაშავებულის განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
პროკურატურის ცნობით, შსს-ის თანამშრომელი 9 თებერვალს დააკავეს.