შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ პოსტზე გიორგი მინდიაშვილი დაინიშნა.
მანამდე თანამდებობას გიორგი ოსაძე იკავებდა, რომელიც საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პრორექტორის პოზიციაზე გააგრძელებს.
შსს-ს ცნობით, გიორგი მინდიაშვილს უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. გიორგი მინდიაშვილი ასევე, წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.