შსს: მიგრაციის დეპარტამენტმა 25 უცხოელი გააძევა, მათ ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალათ

შსს: მიგრაციის დეპარტამენტმა 25 უცხოელი გააძევა, მათ ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალათ

ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, "კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში", საქართველოდან უცხო ქვეყნის 25 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.

"ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, ეგვიპტის, თურქეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის, სომხეთის და ჩინეთის - ჯამში 25 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.