
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, რაზეც 10 ადამიანი დააკავა.
კერძოდ, პოლიციამ დაკავებულების სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა: პისტოლეტები, რევოლვერები, სანადირო თოფი, მჭიდები და ვაზნები ამოიღეს.
"ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1984 წელს დაბადებული შ.ბ., 1996 წელს დაბადებული ო.ბ., 1990 წელს დაბადებული გ.კ., წარსულში ნასამართლევი პირები: 1993 წელს დაბადებული ა.გ., 1980 წელს დაბადებული თ.წ., 1997 წელს დაბადებული გ.შ., 1981 წელს დაბადებული მ.ხ. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1998 წელს დაბადებული ს.ე., 1998 წელს დაბადებული ს.ა., და 2005 წელს დაბადებული ე.ქ.", - წერია უწყების განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და ნაწილებით მიმდინარეობს.
დაკავებულებს თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრებათ.