
კახეთში დააკავეს 43 წლის კაცი, რომელიც 13 წლის შვილზე სექსუალურად ძალადობდა.
ფორმულას ინფორმაციით, მამაკაცს, რომელიც წარსულში ნასამართლევია, ბრალი უკვე წარედგინა.
გავრცელებული ცნობებით, მამა თავის შვილზე სექსუალურად თითქმის 1 წლის განმავლობაში ძალადობდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებას გულისხმობს.