შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს კაცი, რომელიც არასრულწლოვან გერებს ნაგვის ურნიდან ნივთების შეგროვებას და ჩაბარებას აიძულებდა, გამომუშავებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდა.
უწყების ცნობით, უარის შემთხვევაში ის ბავშვებს სცემდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნებით ვაჭრობას გულისხმობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებული წარსულში ნასამართლევია.