შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ აფეთქების მომზადების ბრალდებით აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს.
შსს-ის მტკიცებით, სამართალდამცველებმა თავდაპირველად ბრალდებული საპროტესტო აქციაზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს, თუმცა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-229-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აფეთქების მომზადების ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული დ.ხ. დააკავეს.
პოლიციამ ორი ცალი მინის ბოთლი, ნაჭრის ფრაგმენტები და მათში მოთავსებული აალებადი ნავთობპროდუქტი (ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი) ნივთმტკიცებად ამოიღო.
ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მინის ბოთლებზე შემოხვეულ ნაჭრის ფრაგმენტებზე აღინიშნება ნავთობპროდუქტების კვალი", - ვკითხულოთ შსს-ს განცხადებაში.