შსს: გურიაში სტიქიის ზონაში ნაპოვნია ქალის კიდევ ერთი ცხედარი

შსს: გურიაში სტიქიის ზონაში ნაპოვნია ქალის კიდევ ერთი ცხედარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მაშველებმა კიდევ ერთი, 80 წლის ქალი ცხედარი სოფელ სილაურში აღმოაჩინეს, ხოლო ერთი მოზარდის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

მათივე ცნობით, სტიქიის ზონაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მუშაობას განაგრძობენ.

"ამ ეტაპზე, მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვანები. ნაპოვნია ორი გარდაცვლილის ცხედარი და ერთი მოზარდის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

უწყება რეგიონში მყოფ მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს.