
პირი, რომელიც ჰოლიდეი ინნ-ში მოქალაქეს, სავარაუდოდ, იარაღით ემუქრებოდა, დააკავეს. ფორმულას მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ის შენობიდან გამოიყვანეს და პოლიციის მანქანაში ჩასვეს.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ უცნობი პირი სასტუმროს შენობაში მოქალაქეს იარაღით ემუქრებოდა.
ადგილზე იყო სპეცრაზმისა და პოლიციის, ასევე სამაშველო ჯგუფების მობილიზება. შენობაში შესული იყო სპეცრაზმი.
ფორმულა დეტალებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, დამატებითი ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.