შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც ავტოსახელოსნოში დასაქმებული 4 პირი დაჭრა

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც ავტოსახელოსნოში დასაქმებული 4 პირი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს კაცი, რომელმაც გუშინ, 22 აგვისტოს ბათუმში მდებარე ავტოსახელოსნოში დასაქმებული 4 პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მათი თქმით, დაჭრა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.