შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2002 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავა. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების თანახმად, მიმდინარე წლის 22 მაისს, ბრალდებული და 2003 წელს დაბადებულ პირი სოციალურ ქსელში დაწყებული უთანხმოების გარკვევის მიზნით, ერთმანეთს შეხვდნენ. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა ცივი იარაღით დაჭრა ახალგაზრდა კაცი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.