შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანი, რომლის ცხედარიც გუშინ თბილისში, დადიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში იპოვეს, მოკლული იყო.
კერძოდ, უწყების ცნობით, ბრალდებულმა მას 2 ოქტომბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი მიიმალა.
მომხდარზე შსს-მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული თბილისში დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებადაა ამოღებული. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.