შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.
უწყების განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 32 ცხედარია აღმოჩენილი, ხოლო 1 ადამიანს კვლავ ეძებენ.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, სადაც დამსვენებლები იყვნენ.
მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.