შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ფორმულას საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასტურეს.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, რომ სტიქიის ზონაში კიდევ 6 ადამიანს ეძებენ.

***

3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, სადაც დამსვენებლები იყვნენ. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.