გარემოს დაცვის სამინისტრომ შოვის სტიქიაზე დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტის შინაარსი ემთხვევა ხელისუფლების თავდაპირველ პოზიციას. მეწყრულმა მასამ ადგილამდე 7-10 წუთში ჩააღწია, წერს უწყება. რაც შეეხება ადრეული გაფრთხილების სისტემას, რომელიც შოვში არ არსებობდა, დოკუმენტში ჩაიწერა, რომ რომც არსებულიყო, არაფერი შეიცვლებოდა.