ჰოლივუდის ვარსკვლავი, ოსკარის ორი ჯილდოს მფლობელი, მსახიობი და რეჟისორი შონ პენი თბილისშია. შაბათის ფორმულამ ექსკლუზიურად გადაიღო, მსახიობის სეირნობა დედაქალაქში. პირველად შონ პენს მწერალთა სახლის ეზოში შევხვდით - სავარაუდოდ ქართული სამზარეულო პირველად სწორედ, ამ რესტორანში დააგემოვნა. მოგვიანებით ცისფერ გალერეაში მსახიობმა, ქართველი მხატვრების შემოქმედებას გაეცნო. კინორეჟისორი ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც თბილისში იმართება, სიტყვით გამოვიდა - სწორედ შონ პენის სიტყვა იყო ფესტივალის დახურვის ცერემონიალი. მსახიობი უკრაინაში ყოფნის დროს, მის გამოცდილებაზე ისაუბრებს. შონ პენი პირველად უკრაინაში, ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ჩავიდა. მან გადაიღო ფილმი პრეზიდენტ ზელენსკიზე და რუსულ სისასტიკეზე უკრაინის მიწაზე. ახალა რეჟისორი უკრაინაში ქართულ ლეგიონზე - დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებს.