შოლცი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ რუსეთის პრეზიდენტზე ზეწოლა მნიშვნელოვნად გავზარდო

შოლცი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ რუსეთის პრეზიდენტზე ზეწოლა მნიშვნელოვნად გავზარდო

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლას მნიშვნელოვნად გაზრდის.

ამასთან, შოლცი მსოფლიოს მოუწოდებს, აუცილებელი ნაბიჯები გადადგან იმისთვის, რომ უკრაინაში ომი საბოლოოდ დამთავრდეს.

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტზე ზეწოლა მნიშვნელოვნად გავზარდო. რუსეთმა უკვე დიდი ზარალი მიაყენა უკრაინას.

რუსეთი აგრძელებს ადამიანების მკვლელობას, ეკონომიკის განადგურებას და ტერიტორიის დანაღმვას. მაგრამ პუტინს ასეთი "გარემოებები" არ აინტერესებს. მისთვის მთავარია, ისტორიის სახელმძღვანელოში საკუთარი სახელი ჩაიწეროს", - თქვა შოლცმა.