
შიდა ქართლში მოზარდს კრიმინალური სამყაროს უპატივცემულობის მიზეზით ფიზიკურად გაუსწორდნენ, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია "ქართლის ამბები" იუწყება.
მედიის ცნობით, ერთ-ერთი სკოლის მშობლების ჯგუფში აქტიურად განიხილავენ ფაქტს, რომელიც მოზარდის მიმართ განხორციელებულ სასტიკ ანგარიშსწორებას უკავშირდება.
როგორც ერთ-ერთმა მშობელმა ,,ქართლის ამბებს" განუცხადა, რამდენიმე პირმა სასტიკად სცემა არასრულწლოვანი ტიკ-ტოკზე კრიმინალური სამყაროს მიმართ დაწერილი უარყოფითი კომენტარის მიზეზით.
"ეს ბავშვი მოათავსეს საავადმყოფოში. 10-15 ადამიანი იყო, ვინც ცემაში მონაწილეობდა. ზოგი არასრულწლოვანი იყო, ზოგი ალბათ დიდიც. ჩვენც გვეშინია, შვილები გვყავს. იქნებ დაინტერესდეთ ამ ამბით. როგორც ვიცით, პოლიციაში დაკითხვაზე იყვნენ უკვე, მაგრამ შედეგი არ ვიცით", - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
შს სამინისტროს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.