კახეთში მოსახლეობის ნაწილი კვლავ უწყლოდაა დარჩენილი. პროექტი, რომელიც სახელმწიფოს 27 მილიონი ლარი დაუჯდა და ჯერ კიდევ დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, ამ დრომდე შეუსრულებელია. მოსახლეობას წყალი 24 საათის ნაცვლად დღეში მხოლოდ 2 საათით მიეწოდება. ხელისუფლებამ ახალი ვადა დაადგინა - 15 სექტემბერი. მოსახლეობა ამ დაპირებისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი.