ქალ დეპუტატებზე ძალადობას ოცნება რეაგირების გარეშე ტოვებს. მაქსიმალურად იცავენ იმ პარლამენტარებს, რომლებმაც ოპოზიციონერ ქალებს შეურაცხყოფა მიაყენეს. ლევან მგალობლიშვილს ალკო ტესტიც არ ჩატარებია, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ოცნების წევრი ფხიზელი არ იყო, როცა ანა წითლიძეს მიკროფონი მოუქნია. მმართველ გუნდს ახალი გზავნილიც აქვს - მომხდარში თავდასხმის სამიზნეებს ადანაშაულებენ.