საიათნოვას ქუჩაზე სახლების რეაბილიტაცია შუა გზაში მიატოვეს. სამუშაოს თბილისის მერიის ქვემდებარე განვითარების ფონდი ატარებდა. აღდგენა 2020 წელს დაიწყო, შემდეგ შეჩერდა, მერე ისევ განახლდა და ახლა საბოლოოდ შეწყდა. დაადანაშაულეს თავად მოსახლეობა და საბოტაჟში დასდეს ბრალი.