შარაშიძე ელჩების დაბარებაზე: დანაშაულია, ურთიერთობის გაღრმავების ნაცვლად, მტრებად გადაიკიდო

არ არსებობს სფერო, თავდაცვიდან დაწყებული, განათლებით და ჯანდაცვით დამთავრებული, ვისაც არ შეხებია ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დახმარება. დღეს, იყო ასეთი უმადური და მადლობის ნაცვლად და ჩვენს მეგობრებთან ურთიერთობების გაღრმავების ნაცვლად ისინი მტრებად გადაიკიდო, არის, რა თქმა უნდა, დანაშაული. ეს ელჩების დაბარებებიც არის ამ პროცესის ნაწილი.

ამბობს პარტია გახარია - საქართველოსთვის პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი შარაშიძე.

გუშინ, 24 სექტემბერს ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი დაიბარა, დღეს კი, 25 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი.