შამუგია: გარკვევით ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ უკან გაი..ტენონ, გაიტანონ ეს კანონი

მიტინგებზე მიწევს გაჭაღარავება. 2 თვის შვილი დავტოვე სახლში და გამოვიქეცი - იძულებული და ვალდებული ვარ ვიყო აქ და მივიღო ამ ისტორიულ ივენთში მონაწილეობა. ძალიან ხმამაღლა და გარკვევით უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ უკან გაი..ტენონ, გაიტანონ ეს კანონი.

ასე დაიწყო რუსეთშიც - "ეს კანონი ამერიკული კანონის ანალოგის არისო", ასე თქვა ძვირფასმა, რუსეთის დიქტატორმა თავის დროზე, როცა ეს კანონი შეიტანეს [დუმაში] და სწორად იმავე ლექსიკით, ერთი სიტყვა, წერტილ-მძიმეც კი არ შეუცლიათ, სწორედ იმავე არგუმენტებით ცდილობენ ჩვენი ადგილობრივი რუსები ამ კანონის ძალით გატანას.

რეალურად, ძალიან მარტივად არის საქმე - სულ რომ იდეალური კანონპროექტი გეგონოს, როცა ხედავ რომ ამდენი შენი მოქალაქე არის წინააღმდეგი, როცა ასეთი ზიზღი და ბრაზი დააგროვე საქართველოში ამ კანონპროექტის გამო, უბრალოდ უნდა ადგე და შეწყვიტო ამაზე საუბარი, წესიერი ხელისუფლება რომ იყო. მაგრამ როცა დიაგნოზით ქოცი და მოღალატე ხარ, არ დაიხევ უკან, თუმცა მოუწევთ მათ უკან დახევა.

ევროპის ყველა ქვეყანამ უთხრა ამათ, რომ ეს კანონი არ არის ევროპული. ჩვენ უნდა ვუთხრათ ევროპას, რომ საქართველოს ხელისუფლება არის აბსოლუტურად შეუთავსებელი ქართველ ხალხთან და ქართველი ხალხის ნებასთან. როგორც დიდებული მარო მაყაშვილი იტყოდა: "გავიმარჯვებთ სახელოვნად", ასე იქნება ეს.

განაცხადა მწერალმა, პაატა შამუგიამ პარლამენტთან მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.