შაქარიშვილი: რამდენიმე ათეულ ანგაჟირებულ ქვეყნის მტერს რომ პასუხი გაეცა, ესაა ძალადობა?

საქართველოს პარლამენტს ესროლეს მოლოტოვის კოქტეილები, პოლიციელებს ცეცხლი გაუკიდეს და იმათ თქვენ გმირებს ეძახით. აქ რამდენიმე ათეულ ანგაჟირებულ ჩვენი ქვეყნის მტერს რომ საკადრისი პასუხი გაეცა, ეს არის ძალადობა? ეს აღარ გაგივათ, მორჩა. არანაირ ძალადობას არ ჰქონია ადგილი, ეს იყო ყველაფერი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

განაცხადა ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა, ვატო შაქარიშვილმა.

დღეს, ბორჯომის სასტუმროში, სადაც პარტიის ბანაკი მიმდინარეობდა, 60-მდე ადამიანიმიცვივდადა გაურკვეველ სიტყვებს ყვიროდნენ. ამასთან, ბორჯომში მობილიზებულმა ჯგუფის წევრებმა, რომელთა შორის იმყოფებოდა ხელისუფლებასთან დაკავშირებული ვატო შაქარიშვილი, სასტუმროს ქვები დაუშინეს.