შაიშმელაშვილი შსს-ს მაღალჩინოსნების დაჯილდოვებაზე: დღეს დილით ვნახე მასკარადი

დღეს დილით ვნახე მასკარადი და კი აუცილებელია და მოტივაციისთვის მნიშვნელოვანია პოლიციელების დაჯილდოვება, მაგრამ ამის ფონზე არა, რაც საქართველოში ხდება, იმის ფონზე, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუჩებში ხალხი ათრია და არც ერთი გამოვლენილი და იდენტიფიცირებული არ არის, გამოჰყავთ დემონსტრაციულად, გადასცემენ ჯილოდებს.

განაცხადა ფორმულას ეთერში გდდ-ს ოპერატიული დაგეგმვის სამართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა. ის ქართული ოცნების დასმული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ შსს-ს სანქცირებული მაღალჩინოსნების დაჯილდოვებას გამოეხმაურა.