შაიშმელაშვილი: გრიგოლ ლილუაშვილი კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებმა "დააკაჩავეს"

შაიშმელაშვილი: გრიგოლ ლილუაშვილი კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებმა "დააკაჩავეს"

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის ირაკლი შაიშმელაშვილის ცნობით, სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებმა ერთ-ერთ რესტორანში "დააკაჩავეს".

ირაკლი შაიშმელაშვილის თანახმად, იყო ფიზიკური დაპირისპირებაც. მისი თქმით, ეს ინფორმაცია მიიღო ადამიანებისგან, რომლებიც ამ ფაქტს შეესწრნენ.

"ქუჩის შპანამ, აკაჩავა კი არა, ხელით შეხებები იყო და ფიზიკური დაპირისპირება იყო. იცით, როგორი საუბარი იყო - შენო, რა გგონია, სუს-ის უფროსი რომ იყავი, რამეს წარმოადგენდიო? ერთ-ერთ რესტორანში მოხდა ეს ფიზიკური დაპირისპირება. სამწუხაროდ, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებმა "დააკაჩავეს". გრიგოლ ლილუაშვილი ხომ არ დათანხმდა მეორე თანამდებობას, რომელიც მისთვის შექმნეს და ადგა, სახლში წავიდა. და, ამას მოჰყვა ეს რიგი გარჩევები, რომ ანუ, შენ როგორ გაბედე და გუნდს როგორ დაუპირისპირდიო. შენ არავინ არც არასდროს ყოფილხარ და დღესაც არაფერს წარმოადგენო. მე რა ინფორმაციაც მაქვს, უბრალოდ ამ ფაქტს ვინც შეესწრო, იმ ადამიანებმა მომაწოდეს ეს ინფორმაცია", - ამბობს ის ფორმულას ეთერში.

2 აპრილს ცნობილი გახდა, რომ სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამავე დღეს, ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებდა.

მოგვიანებით, 4 აპრილს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დაინიშნება.

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, "გაირკვა, რომ მას [გრიგოლ ლილუაშვილს] ჰქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის, სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით