შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ქართულმა ოცნებამ, შესაძლოა, პრემიერმინისტრი შეცვალოს.
შაბათის ფორმულას ცნობით, ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს, სავარაუდოდ, მისი ყოფილი ადვოკატით ვიქტორ ყიფიანით ჩაანაცვლებს.
ქართული ოცნების დამფუძნებელმა ყიფიანი საკუთარ ფინანსურ დავას უკვე ჩამოაშორა. ამასთან, ვიქტორ ყიფიანი, რომელიც შეკითხვას მის შესაძლო გაპრემიერებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოს უწოდებს - სულ უფრო და უფრო აქტიურად ჩნდება სხვადასხვა მედიების პლატფორმებზე და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს.
ოლიგარქის ყოფილი ადვოკატი ჟურნალისტების კითხვას - ჩაანაცვლებს თუ არა ღარიბაშვილს, უარყოფითად პასუხობს.
"რადგან ეს გადაწყვეტილება თქვენთვის ცნობილია, გეცოდინებათ როდის და სად გამოვცხადდე, იქნებ ესეც მიკარნახოთ. ვცდილობ იუმორით გიპასუხოთ, ვინაიდან შეკითხვა არის საფუძველს მოკლებული", - ამბობს ყიფიანი.