სეტყვა თელავში - დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო კულტურები

სეტყვა თელავში - დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო კულტურები

სეტყვა და ქარი იყო თელავში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. ამ დროისთვის თელავში კვლავაც ძლიერი წვიმა გრძელდება. ადგილობრივების თქმით, სეტყვა 20 წუთამდე გაგრძელდა.

მათივე განცხადებით, სეტყვას თან ახლდა ქარიც, რის შედეგადაც საკარმიდამო ნაკვეთებში არსებული სასოფლო-სამეურნეო კულტურები დაზიანდა. რამდენად მასშტაბურია ზარალი, ჯერჯერობით არ კონკრეტდება.

ამ ეტაპზე უცნობია, რა ვითარებაა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში.