სეს: ბულგარეთის წარმოების ერთ-ერთი ნუშის კარაქის პროდუქცია დაბინძურებულია. გაანადგურეთ

სეს: ბულგარეთის წარმოების ერთ-ერთი ნუშის კარაქის პროდუქცია დაბინძურებულია. გაანადგურეთ

14 მარტს სურსათის ეროვნულ სააგენტოში ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემიდან შეტყობინება შევიდა, რომლის მიხედვით ბულგარეთში წარმოებული ორგანული ნუშის კარაქი (ბრენდი: Bett'r, მწარმოებელი: SMART ORGANIC AD) დაბინძურებულია Bacillus cereus-ით – მიკროორგანიზმით, რომელიც საკვების მიღების შემდეგ ღებინებასა და დიარეას იწვევს.

ნუშის კარაქის აღნიშნული პარტია საქართველოში 2024 წლის 18 ივნისს შემოიტანეს (40 ქილა), ხოლო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ის სრულად არის რეალიზებული.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, რომლებსაც პროდუქტი 2024 წლის 18 ივნისის შემდეგ შეუძენიათ, არ გამოიყენონ ის და ან გაანადგურონ, ან დააბრუნონ შესყიდვის ადგილზე (თბილისი, ვაჟა-ფშაველას 51 ან აბაშიძის 61).

"მიმდინარე წლის 14 მარტს, სურსათის ეროვნულ სააგენტოში ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით შემოვიდა „საგანგაშო შეტყობინება“ – 2025.1690, რომელიც შეეხება ბულგარეთში წარმოებულ ორგანულ ნუშის კარაქს.

ბრენდი: Bett'r, მწარმოებელი: SMART ORGANIC AD, 250 გრ. მინის ქილა, პარტიის N: 24130, შენახვის ვადა 09.05.2026-მდე.
შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ნუშის კარაქი დაბინძურებულია პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმით (Bacillus cereus). პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმი Bacillus cereus შესაბამის პირობებში მოხვედრისას გამოიმუშავებს ტოქსინს, რომელიც იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორი ტიპის სინდრომს - ღებინებასა და დიარეას.
სურსათის აღნიშნული პარტიის იმპორტი, საქართველოს გარდა, განხორციელდა ევროკავშირის 20-მდე ქვეყანაში. საქართველოში შემოტანილია 2024 წლის 18 ივნისს, შპს „ორგანიკას“ (ს/კ 405172316, თბილისი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა №61) მიერ (სულ 40 ქილა).
ინფორმაციის მიღებისთანავე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო კონტროლი ჩაატარა იმპორტიორ კომპანიაში, სადაც დადგინდა, რომ ბულგარეთში წარმოებული ორგანული ნუშის კარაქი (ბრენდი: Bett'r, მწარმოებელი: SMART ORGANIC AD, 250 გრ. მინის ქილა, პარტიის N: 24130, შენახვის ვადა 09.05.2026-მდე) სრულად არის რეალიზებული.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, რომლებსაც 2024 წლის 18 ივნისის შემდეგ შეძენილი აქვთ აღნიშნული ნუშის კარაქი შპს „ორგანიკას“ შემდეგ მისამართებზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 51 და აბაშიძის 61, არ გამოიყენონ საკვებად და გაანადგურონ ან დააბრუნონ შესყიდვის ადგილზე", - წერია სურსათის ეროვნული სააგენტოს ანგარიშში.