ქართული ოცნების დეპუტატები დავით მათიკაშვილი, სავალან მირზოევი, ირაკლი ქადაგიშვილი და ზაურ დარგალი აზერბაიჯანში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდნენ.
დელეგაციის წევრის დავით მათიკაშვილის თქმით, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, მნიშვნელოვანი დარღვევები კი არ დაფიქსირებულა.
"დაახლოებით 5-6 საარჩევნო უბანს ვეწვიეთ და შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მიღებული ინფორმაციით, სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა. წარმატებებს ვუსურვებ აზერბაიჯანის მოძმე ხალხს და ახალ პარლამენტს, რომელიც აირჩევა ამ დემოკრატიული პროცესის საფუძველზე", - თქვა მათიკაშვილმა, იმედის ცნობით,