რუსული კანონის ერთ-ერთი ავტორისა და მხარდამჭერის, ქართული ოცნებიდან ფორმალურად გამიჯნული ხალხის ძალის დეპუტატის ეკა სეფაშვილის აზრით, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები "Facebook-ის სათავო ოფისთან არიან შეკრულები".
ამ განცხადებით ის ხელისუფლებასთან დაკავშირებული გვერდებისა და ქართული ოცნების წევრების მიერ რუსულ კანონთან დაკავშირებული პოსტების Facebook-ის მიერ ყალბ ინფორმაციად მონიშვნას გამოეხმაურა.
"სათავო ოფისს მიაწოდეს დეზინფორმაცია და დაბლოკეს ქარდები, თუმცა ეს მათ ვერ უშველის. საზოგადოება უკვე ისედაც ინფორმირებულია. ამან წარმოაჩინა უბრალოდ ის, რომ ისინი, როგორც ჩანს, შეკრულები არიან ამ დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით Facebook-ის სათავო ოფისთან", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა გუშინ, 7 აპრილს.
META-მ ქართული ოცნების წევრების მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებული ქარდები, რომლითაც ისინი რუსული კანონის პოზიტიურად წარმოჩენას ცდილობდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ კანონი არა რუსული, არამედ ევროპულია, ცრუ ინფორმაციად მონიშნა და წაშალა. ამის შემდეგ, ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულმა გვერდებმა და მმართველი გუნდის წევრებმა ახალი ვიზუალური მასალებს კამპანიური გავრცელება დაიწყეს