რუსული კანონის ერთ-ერთი ავტორი და მხარდამჭერი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა სეფაშვილი პარლამენტში ქალ დეპუტატებზე მორიგ თავდასხმას ეხმაურება.
მისი თქმით, "ყველა ის შემთხვევა უნდა იყოს გამოძიებული, რომელიც ოპოზიციონერი ქალების გინებითა და ბილწსიტყვაობით იყო პროვოცირებული".
"მე მოვითხოვ ყველა იმ შემთხვევის გამოძიებას, რომელმაც გამოიწვია თუნდაც ქართული ოცნების ცალკეული ქმედებები, რომელიც პროვოცირებული იყო ოპოზიციონერი ქალების ბილწსიტყვაობით, გინებით.
ძალიან კარგი იქნება, თუ თავიდან დავიწყებთ 2020 წლიდან, გადავახვევთ კადრებს და ყველა შემთხვევა იქნება გამოძიებული, ხოლო ოპოზიციონერი ქალების ამ წივილ-კივილს მე ვერაფერს ვერ დავარქმევ, გარდა იმისა, რომ ალბათ, სპეციალურად აქვთ შემუშავებული ეს ტაქტიკა, რომ კაცები ხმას არ იღებენ და ქალებს უშვებენ წინა ფრონტზე. ეს მათი კაცების უსუსურობაზე მეტყველებს, თუმცა ეს არის დაუშვებელი ორივე მხრიდან", - ამბობს სეფაშვილი.
17 ნოემბერს, მინისტრის საათის ფარგლებში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მოსმენისას დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც მგალობლიშვილმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თინა ბოკუჩავას, შემდეგ კი ანა წითლიძეს მიკროფონი მოუქნია.