სენაკში, საქართველოს ბანკის ფილიალში ერთი პირი შეიჭრა.
არსებული ინფორმაციით, მან მიმალვა ვერ შეძლო და სამართალდამცავებმა ის ადგილზევე დააკავეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.