შოვის ტრაგედიის შემდეგ, სისტემის თავდასხმის სამიზნე გახდა თეა გოდოლაძე. სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალის წინააღმდეგ საქმეა აღძრული და ის ძალადობაშია დადანაშაულებული. გოდოლაძე კი ამბობს, რომ ლაპარაკია 2 წლის წინ მომხდარზე, როცა თავად გახდა ძალადობის მსხვერპლი. "შავი კამპანიის მიზანია, აღარ ვილაპარაკო შოვზე" - წერს გოდოლაძე, რომელიც მკაცრად აკრიტიკებდა ხელისუფლებას არამარტო შოვის სტიქიის, არამედ 13 ივნისის ტრაგედიის და ვაშლიჯვრის მეწყერის შემდეგაც.