კალაძემ, რომელიც ოცნების ხელისუფლებაში დარჩენას 2028 წლამდე აანონსებს, სატრანსპორტო კოლაფსიც ვერ გადაჭრა. მერს დღეს ის პროექტები გაახსენეს, რომელსაც თბილისში მოძრაობა უნდა განეტვირთა, მაგრამ ოცნების ხელში ინიციატივები ფურცელზე დარჩა. კორუფცია და ნეპოტიზმი, - ასე ხსნიან ოპოზიციაში დაუსრულებელ ან ცუდად განხორციელებულ პროექტებს, შედეგად - ქალაქი ხშირ შემთხვევაში, - დგას.