"სასწრაფოდ დააკავონ პასუხისმგებელი პირები" - CPJ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე

"სასწრაფოდ დააკავონ პასუხისმგებელი პირები" - CPJ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება და ოცნებას სრული გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

ამასთან, CPJ აღნიშნავს, რომ ტვ პირველის რეპორტიორ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე თავდასხმა, შემაშფოთებელია.

"საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა დააკავოს პასუხისმგებელი პირები, რათა ჟურნალისტების უსაფრთხოება უზრუნველყოს... ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას წინ უძღოდა პუბლიკას ჟურნალისტზე, მინდია გაბაძეზე თავდასხმა. ეს შემაშფოთებელია", - წერს CPJ.

შაბათის ეთერის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს.

როგორც ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე ჰყვება ტიტუშკები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტექნიკა წაართვეს. ასევე აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.

ამასთან, ჟურნალისტ მაკა ჯანაშიას, რომელმაც ბესიკის ქუჩაზე ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის კადრები გადაიღო, ე.წ. ტიტუშკები სასტიკად გაუსწორდნენ.

ჯანაშიას თქმით, მას ფიზიკურად ნიღბიანი კაცი გაუსწორდა, რომელმაც სახეში მუშტი ჩაარტყა.

"მეცა, ტელეფონი, გამტაცა და სახეში ჩამარტყა მუშტი. მის გვერდზე მყოფმა, ფეხებში წიხლები დამიშინა, აის შემდეგ გავიგე, რომ ოპერატორი უცემიათ, მძიმე მდგომარეობაში იყო. როცა ვეუბნებოდი ჟურნალისტი ვართქო, სავარაუდოდ, მაგიტომ ჩამარტყა", - განაცხადა ჯანაშიამ.

ჟურნალისტი იხსენებს, რომ თავდამსხმელებს თან ჰქონდათ წიწაკის სპრეი, რომელსაც პატრულის წინ იყენებდნენ, თუმცა პოლიცია კანონდარღვევაზე არ რეაგირებდა.