სასტუმრო პარაგრაფთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორია მოძრაობა სირცხვილია.
აქცია კონფერენციის პარალელურად მიმდინარეობს. სასტუმროში აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტის მიღებაა. აქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანია, ხმა გააგონონ უცხოელ სტუმრებსაც და მასპინძელსაც.
სასტუმროს ორივე შესასვლელს პოლიცია აკონტროლებს. აქციის მონაწილეები კონფერენციის დასრულებამდე დაშლას არ აპირებენ, რის შემდეგაც დაგეგმილია მსვლელობა.
"9 საათზე აღნიშნილი ღონისძიება დასრულდება. მანამდე ველოდებით ბაიკერების მსვლელობას ველოდებით. აქ მოვლენ წუთი წუთზე უნდა გამოჩნდნენ. 9 საათზე ველოდებით, რომ სტუმრები გამოვლენ შენობიდან და ჩვენ შევძლებთ, რომ მათ გავესაუბროთ.
შეიძლება მოხდეს ეს, შეიძლება ისევ ჟესტების ენაზე შორიდან რაღაც გვანიშნონ, იმიტომ, რომ პოლიციამ მოგვთხოვა საკმაოდ შორს დადგომა შენობიდან. ამის შემდეგ, უკვე ვიცით, რომ პარლამენტის წინ იმართება აქცია და ვისაც სურვილი ექნება, შეუერთდება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მარიამ დოლიძე.