
თბილისის საქალაქო სასამართლოში "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელიც წულუკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ეხება.
პროცესს არ ესწრება თავად ჯაფარიძე, რომლის თქმითაც, "ამ ცირკში" მონაწილეობას არ მიიღებს.
"ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკუთარ სასამართლო პროცესს არ დაესწრება დღეს.
სასამართლო პროცესის დაწყებამდე დარეკა და დარბაზში მყოფთაგან ბევრნი ვესაუბრეთ.
ნიკა გვარამიასაც ამ მოსამართლემ გამოუტანა განაჩენი და მაგ ცირკში მონაწილეობას არ მივიღებო", - წერია მის სოციალურ ქსელში.
მოსალოდნელია, რომ მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი დღეს გამოიტანოს.