სასამართლოში მედიის შემზღუდავი კანონი, გამოხატვის თავისუფლებაში ცვლილებები ამოქმედდა

სასამართლოში მედიის შემზღუდავი კანონი, გამოხატვის თავისუფლებაში ცვლილებები ამოქმედდა

სასამართლოში მედიის შემზღუდავი კანონი, ასევე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ცვლილებები ამოქმედდა.

დოკუმენტები უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეზე.

ცვლილებების მიხედვით, მედიას მნიშვნელოვნად შეეზღუდება სასამართლოს სხდომის დარბაზებში, დერეფნებსა და ეზოში ფოტო-ვიდეო მასალების გადაღება.

ამის უფლებამოსილება კი სასამართლოს ან სასამართლოს მიერ დადგენილ უფლებამოსილ პირს მიენიჭება.

ამასთან, ქართულმა ოცნებამ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა.

ერთ-ერთი დებულების მიხედვით ცილისწამებაზე სარჩელის წარდგენის 100-დღიანი ვადა გავრცელდება იმ განცხადებებზეც, რომლებიც კანონის ამოქმედებამდე გაკეთდა, თუმცა აღნიშნული ვადა ჯერ არ არის გასული.

კანონპროექტი მნიშვნელოვნად ცვლის სიტყვის თავისუფლების პრინციპებს, მათ შორის მტკიცების ტვირთს ცილისწამების საქმეებში მოპასუხეზე აკისრებს და უქმებს რიგ გარანტიებს, რომლითაც მედია და სხვა პირები მანამდე სარგებლობდნენ.