თბილისის საქალაქო სასამართლომ ტაბულას ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2200 ლარით დააჯარიმა. ტაბულას ინფორმაციით, დაცვის მხარე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ტაბულას ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი პუბლიკას დირექტორთან ერთად 2 მარტს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს. აქციაზე რუსულ კანონპროექტს აპროტესტებდნენ.
ჟურნალისტებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. სასამართლომ ვარდიაშვილი 18 აპრილს 2200 ლარით დააჯარიმა.