სასამართლომ ნიკა გვარამია 5 000 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ ნიკა გვარამია 5 000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია 5 000 ლარით დააჯარიმა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

სასამართლო ნიკა გვარამიას 17 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე გზის გადაკეტვის ორგანიზებას ედავებოდა.

სხდომას არ ესწრებოდა თავად ნიკა გვარამია.